"ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას რომელიც დღეს გაგვაჩნია"

ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სხდომაზე ასევე ისაუბრეს იმ საკითხთან მიმართებით, რომლის თანახმად უმრავლესობის რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

 

„საკმაოდ წინააღმდეგობრივი კენჭისყრის შემდეგ, ყველას ჰქონდა სურვილი, რომ გამოგვეთქვა ჩვენი პოზიციები ამასთან დაკავშირებით. მთავარ თემაზე, რაზეც მივედით, საკმაო წუხილი გამოითქვა იმის გამო, რომ უმრავლესობა თორმეტმა ადამიანმა დატოვა. მყარად ითქვა, რომ უმრავლესობა სჭირდება არამარტო „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, არამედ სჭირდება სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

 

ვისაუბრეთ შემოთავაზებაზეც, თუმცა აქ გრძელი საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია და ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში სრული კონსენსუსია.

წაკითხვა 617 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.