"პარტიებს შორის დაძაბულობა თავისთავად ქმნის მართვის პრობლემას"
პარტიებს შორის დაძაბულობა თავისთავად ქმნის მართვის პრობლემას, როცა შეიძლება, რაღაც ფორმით კოალიციური მთავრობა საჭირო გახდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდერ ვან დერ ბელენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის როლი არის ის, რომ იყოს ზეპარტიული და ყველანაირად შეეცადოს, დაძლიოს პოლარიზაცია.
„ავსტრიისა და საქართველოს პოლიტიკური ვითარების შედარება ცოტა ძნელია, მაგრამ ცხადია, დღევანდელ მსოფლიოში, თითქმის ყველგან განვითარებულია ის ძალიან მძიმე ვითარება, რასაც პოლარიზაცია ჰქვია. პარტიებს შორის დაძაბულობა თავისთავად ქმნის მართვის პრობლემას, როცა შეიძლება, რაღაც ფორმით კოალიციური მთავრობა საჭირო გახდეს.
ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე მეორე ტურს ველოდებით, მაგრამ ფაქტია, პრეზიდენტის მოვალეობა და ამ მხრივ, პრეზიდენტის როლი სამაგალითოა. პრეზიდენტის როლი არის ის, რომ იყოს ზეპარტიული და ყველანაირად შეეცადოს, დაძლიოს პოლარიზაცია, ყოველ შემთხვევაში, ამ კუთხით იყოს მაგალითი და ეცადოს გაერთიანებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას უცებ გაუჩნდება ერთნაირი შეხედულება სხვადასხვა საკითხებზე. გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ უნდა შეგეძლოს მეორეს მოსმენა და მეორესთან ზოგ საკითხებზე მაინც თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზედაც არსებობს კონსენსუსი, ეს არის დეოკუპაცია და ევროინტეგრაცია. ეს ორი საკითხი უნდა გვაძლევდეს საშუალებას, ერთმანეთს დაველაპარაკოთ და ერთმანეთთან ვცადოთ, ამ ქვეყანას შევუნარჩუნოთ ის, რაც მთავარია, ეს არის სტაბილურობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან