საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა
საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტს საკონსკურსო კომისიამ სამი პირი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა.
რაც შეეხება ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობას, მასზე პრეზიდენტს საკონკურსო კომისიამ 5 პირი: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი წარუდგინა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მესამედ მონაწილეობს. წინა ორ შემთხვევაში ის აღნიშნულ პოზიციაზე პარლამენტმა მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით აირჩია, რადგან მისი კანდიდატურის გარშემო პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსი არ არსებობდა.
ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისთვის 5 კანდიდატი იბრძოდა - რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე.
რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, კონკურსში 7 პირი მონაწილეობდა: ქრისტინე ქაჯაია, სიმონ პარუნაშვილი, ლევან ისაკაძე, თამაზ ფოლადაშვილი, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი.

სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი