"სალომე ზურაბიშვილს არ აპატიეს, რომ სხდომათა დარბაზში სიმბოლურად შემოიყვანა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი, ამისთვის სჯიან"
„ქართული ოცნების“ განცხადება არის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და პირდაპირ რუსეთის მიმართ ბოდიშის მოხდაა, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცორიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე.
„ხელისუფლებას უნდა, წარმოაჩინოს, რომ ევროპაში სალომე ზურაბიშვილი მათ მიერ გაგზავნილი არ იყო და ეს იყო მისი პირადი ვიზიტი, განცხადებები, რაც არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის პოზიციას. ეს არის მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილს არ აპატიეს, რომ მან სხდომათა დარბაზში სიმბოლურად შემოიყვანა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი და ამისთვის სჯიან. მას არ აპატიეს ევროპაში უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადა და მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ხოლო პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც თურმე ქვეყანაში საბოტაჟს აწყობენ და შაქრის გაქრობაშიც წვლილი მიუძღვით. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე, რადგან მას ბიძინა ივანიშვილმა არ აპატია ის განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა, როცა თქვა, რომ ქვეყანა იმართება პარტიული ინტერესებით და არა კანონის შესაბამისად. ეს არაფორმალური მმართველობისკენ იყო მინიშნება და პატარა კენჭები ივანიშვილის ბოსტანშიც გადაყარა, ამიტომ მიდის მისი ალაგმვისა და დაშინების პროცესი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
სიახლეები
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"
- სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი - რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად
- "განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს" - ირაკლი კობახიძე
- "წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს" - მეუფე შიო
- პოლიციამ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა