ამ გვერდის ამობედვა

გიორგი ვოლსკი: მთავარია, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი მოთხოვნები, თუ ვინ უნდა იყოს აღიარებული ოლიგარქად

მთავარია, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი მოთხოვნები, თუ ვინ უნდა იყოს აღიარებული ოლიგარქად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ამ მოთხოვნების შესაბამისად უნდა დახასიათდეს ნებისმიერი პირი, ვინც გვინდა, რომ ამ კანონის ქვეშ იყოს განხილული. ცალკეულ გვარებს ნუ განვიხილვათ. ვინ და როგორ მოხვდება, სამართლიანობა იქნება მთავარი პრინციპი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას უბრუნდება. პროექტი მეორე მოსმენაზე უკვე დააბრუნეს და ახლა დოკუმენტში ცვლილებები შევა. პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებს გეგმავს.

წაკითხვა 427 ჯერ