ამ გვერდის ამობედვა

"გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა,მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ" - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ქართველი გმირების დამსახურებაა.

„2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

  ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც. ახლა ვამბობ, რომ საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, 1991 წლის საზღვრებში განახლდება. ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა.

მათ რომ მაშინ სახელმწიფოებრიობა არ შეენარჩუნებინათ, ევროპელი ლიდერები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ამერიკას მე-6 ფლოტი რომ არ გამოეგზავნა, ჩივილითაც კი არავინ იჩივლებდა.

ჩვენ კი მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ. ჩვენ უახლოეს თვეებში, წლებში და ათწლეულებში ბევრად მეტად დაგვჭირდება დასავლეთში ინტეგრაცია. თუმცა, რაც მთავარია, ქართველებს მინიმალური ერთობა გვჭირდება!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

წაკითხვა 396 ჯერ