"ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ" - გია ვოლსკი
ეკლესიის მიმართ ჩვეულებრივი ტერორიზმი მიმდინარეობს - ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ, - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პოზიცია.
ვოლსკის თქმით, მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგიას ემთხვევა.
მისივე აზრით, „ხვალ სხვა კონფესიებსაც გადასწვდებიან".
„ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ათეისტი, რომელიც საღად მსჯელობს, კონკრეტულ განცხადებებსა და ქმედებებში აუცილებლად ამოიკითხავს ტერორიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს - გინდ სიტყვიერს, გინდ იდეოლოგიურს და გინდ ფიზიკურ ტერორიზმს, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ხორციელდება.
ნებისმიერი თავდასხმა სახელმწიფოს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე, როგორიცაა ეკლესია, დამაზიანებელია ქვეყნისთვის და დესტაბილიზაციის გარკვეულ წინაპირობას ქმნის.
იცით რა ისტორია, სხვა ქვეყნის მაგალითები და საზოგადოებაში დაპირისპირების კერების გაჩენის მეთოდოლოგია, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია. ეს მხოლოდ მართლმადიდებლურ კონფესიას არ ეხება - ეს ყველა ადამიანს ეხება, ეხება თუნდაც ათეისტს, ვისაც სახელმწიფოს მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე