ამ გვერდის ამობედვა

"უცხო ქვეყნის ძალების მხრიდან ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება არის სუვერენიტეტის გაუქმება" -გურამ მაჭარაშვილი

უცხო ქვეყნის ძალების მხრიდან ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება არის სუვერენიტეტის გაუქმება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალა“ ამას არ დაუშვებს.

 

„მოსამართლე ჩხიკვაძის შემთხვევა იმის კლასიკური მაგალითია, როგორი ზეწოლა იყო და სამწუხაროდ, არის ქართულ მართლმსაჯულებაზე და კონკრეტულად ინდივიდუალურ მოსამართლეებზე, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ძალებისთვის მართლმსაჯულების გადაცემას არ ვუშვებთ. ამერიკის შეერთებულ შტატებს მივმართავთ, მოსამართლეების სანქციების საკითხში გაერკვეს და რაც უკვე დაწესებულია, მოიხსნას, რადგან სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულება ობიექტურია და პროფესიონალებით დაკომპლექტებული. თურმე ჩხიკვაძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სწორი ყოფილა. აქედან გამომდინარე, კონკრეტული მოსამართლის მიმართ ბოდიშიც უნდა მოიხადონ, რადგან ეს ადამიანი უკვე დააზიანეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

წაკითხვა 187 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 02 2024