,,დიახ, სწორს იძახის ირაკლი კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ 2008 წელი, რუსების წინასწარ განზრახული, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო''-გიორგი გამსახურდია
დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით, – წერს გიორგი გამსახურდია ოპოზიციის შესახებ.
მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სწორია, როცა ამბობს, რომ 2008 წლის ომი, რუსეთის მიერ წინასწარ იყო განზრახული, რასაც, მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით, მიხეილ სააკაშვილმა შეუწყო ხელი.
„დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით.
დიახ, სწორს იძახის ირაკლი როდესაც ამბობს, რომ 2008 წელი რუსების წინასწარ განზრახული საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით, შეუწყო ხელი სააკაშვილმა. დიახ, აფრთხილებდნენ აშშ-ის მხრიდანაც და ევროპის მხრიდანაც ამ მანიაკს მოსალოდნელ შედეგებზე, მაგრამ მისმა მანიაკალურმა ჟინმა მაინც თავისი ქნა.
დიახაც ანწუხელიძე და სხვა გმირები, გმირები არიან, ხოლო სააკაშვილი და მისი ამფსონები გარეწრები და დამნაშავეები.
ომს და თან უთანასწოროს, მტერ სახელმწიფოსთან, გიგი უგულავას და შენ ხარჭებს რომ ამართინებ, თუნდაც მაგიტომ ხარ დასატოვებელი იქ, სადაც ზიხარ.
რუსეთი კიდევ, თავისთავად მტერია და ოკუპანტია, ისევე როგორც ბალახი მწვანეა და ა.შ..
ატრიალეთ ახლა რამდენიც გინდათ ეგ ქარდები, მიშა რომ ავადმყოფი ავანტიურისტია, მაგას მაინც ვერ გაექცევით“, – წერს
სიახლეები
- მექსიკის ერთ-ერთი ციხიდან 23 პატიმარი გაიქცა
- ,, ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი"- ირაკლი კობახიძე
- ჟურნალისტებმა დაადგინეს უკრაინასთან ომში რუსეთიდან დაღუპული 200 000-ზე მეტი პირის ვინაობა
- "დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს''-შალვა პაპუაშვილი
- 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დაახლოებით 05:00 საათისთვის რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მხრიდან შეიჭრნენ