ამ გვერდის ამობედვა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრისმონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის მხრიდან 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 325 000-ია. იმავე პერიოდში, უკრაინის მხრიდან 500 000-600 000 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 140 000-ია.

 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომის შედეგად 14 999 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 763 ბავშვი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მონაცემები, სავარაუდოდ, არასაკმარისად შეფასებულია და რეალური რაოდენობა მეტია.

წაკითხვა 61 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2026