,,თინა ბოკუჩავა ეკლესიას მოედნად აღიქვამს, სადაც ფიქრობს, რომ გოლს გაიტანს"- ნინო წილოსანი
,,თინა ბოკუჩავა ეკლესიას მოედნად აღიქვამს, სადაც ფიქრობს, რომ გოლს გაიტანს, თუმცა არაფრით კავშირდება „ნაციონალური მოძრაობა“ არც ეკლესიასთან, არც ქრისტიანობასთან და არც ადამიანის და უფლის სიყვარულთან,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობამ” დაინახა რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება.
„თინა ბოკუჩავა ეკლესიას მოედნად აღიქვამს, სადაც ფიქრობს, რომ გოლს გაიტანს, თუმცა არაფრით კავშირდება „ნაციონალური მოძრაობა“ არც ეკლესიასთან, არც ქრისტიანობასთან და არც ადამიანის და უფლის სიყვარულთან.
ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ებრძოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.
სიახლეები
- ,,მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს „ლელო”- ირაკლი კობახიძე
- ,,ამერიკის ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აქვს შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო"- კახა კალაძე
- ,,გამოვიდნენ ჯო უილსონი და ეკა გიგაური, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს"- ირაკლი კობახიძე
- ,,საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს"- ირაკლი კობახიძე
- სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს