"20 ივნისს არანაირ ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია - დაჯექით და უყურეთ"
ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, რამდენიმე დრამატული ინციდენტის გარდა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან 20 ივნისს ძალის გადამეტების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ამის შესახებ მაჭავარიანმა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, NDI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის პირადად ადევნებდა თვალს განვითარებულ მოვლენებს.
„რაც შეეხება 20 ივნისს, რამდენიმე ინციდენტის გარდა, რომელიც კარგად ვიცით, რომ გვიან და დილისკენ განვითარდა, დრამატული რამდენიმე შემთხვევის გარდა, რომელმაც გამოიწვია თვალის დაკარგვა, ძალის გადამეტება არც ერთ ეტაპზე არ იყო ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან, რომელიც იქ ხელისუფლებას წარმოადგენდა. მე პირადად ამას ვუყურებდი, ვესწრებოდი და იქ ვიყავი. გარდა რამდენიმე ინციდენტისა, რომელიც ამ რეზინის ტყვიებს უკავშირდება, არანაირ გადამეტებას არ ჰქონია ადგილი. იყო აგრესია მათ მიმართ, ბევრი საათის განმავლობაში. ხომ გაქვთ ქრონოლოგია, დაჯექით, უყურეთ რა - როდის, რომელ წამზე რა ხდებოდა ნახავთ. დრამატული ნაწილია ბოლოსკენ, რომელზეც ინდივიდუალური გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა