"თუ წესებს არ დავიცავით, ისევ ავარდება ინფიცირებულების რიცხვი"
თუ წესებს არ დავიცავით, ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია ისევ ავარდება რიცხვები,- ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა კითხვას, გამოიწვევს თუ არა რეგულაციების შემსუბუქება ინფიცირებულების მატებას.
მისი განცხადებით, რეგულაციებმა ვირუსი მნიშვნელოვნად შეაკავა.
„ერთკვირიანი სუნთქვის საშუალებას ვაძლევთ ბიზნესს. გამოიწვევს თუ არა ეს ვირუსის ხელახლა ზრდას, მაღალი შანსია, რომ გამოიწვიოს, მაგრამ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული. ის სფეროები გავხსენით, იქ თუ ყველამ დაიცვა წესი, პრაქტიკულად მინიმალური ზრდა შეიძლება იყოს. თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია ისევ ავარდება რიცხვები და სამწუხაროდ, მოგვიწევს ისევ შევზღუდოთ“,-აღნიშნა მან.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
