"ჩემთან 3 ადამიანი მოდიოდა და ანგარიშის ყალბი ბალანსი მოჰქონდათ" - რას აცხადებს პირადი ბანკირის თაღლითობის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა, რომელმაც მას 140 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა.
Bloomberg-ი წერს, რომ 2018 წელს ჟენევის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ პირად ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო პატიმრობა მიუსაჯა. ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკირმა ივანიშვილს 144 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა და დოკუმენტების გაყალბების შედეგად, უკანონოდ 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას დაეუფლა. მედიასაშუალების
ცნობით, იმ დროისათვის ბიძინა ივანიშვილს შვეიცარულ ბანკში დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარის ქონება ჰქონდა შენახული.
"მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი ბანკირის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით პირველად ინფორმაცია 2016 წელს გაავრცელა.
საფრანგეთის მოქალაქე პატრიკ ლესკოდრონმა აღიარა, რომ ივანისშვილისგან ფარულად დებდა ფულს რისკის მქონე ანგარიშებზე,
რასაც თავდაპირველად, წარმატებით ახორციელებდა, თუმცა მოგვიანებით ივანიშვილს 100 მილიონი აშშ დოლარი დააკარგვინა", - წერს გამოცემა.
ივანიშვილმა Bloomberg-თან საუბრისას აღნიშნა, რომ არ სჯერა, თითქოს მისი პირადი ბანკირი ბანკისგან სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებდა.
"რამდენიმე წლის წინ ჩემთან 3 ადამიანი მოდიოდა და ანგარიშის ყალბი ბალანსი მოჰქონდათ. შეუძლებელია, ეს ერთ ადამიანს გაეკეთებინა“, -აცხადებს ივანიშვილი.
თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა და შედეგად, Credit Suisse სასამართლომ დაზარალებულად სცნო. სასამართლო პროცესის დროს Credit Suisse-ის ხელმძღვანელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რაც ივანიშვილს არ სჯერა. მისი თქმით შეუძლებელია ეს პროცესი ბანკის უშუალო ხელმძღვანელების უშუალო ჩართულობის გარეშე მომხდარიყო.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი