ზაფხულწაღებულნი: საქართველო ვარაუდობს, რომ რუსეთთან საზღვარს აგვისტოში გახსნის
რუსეთის ცენტრალურ გაზეთ „იზვესტია“-ში («Известия») 19 ივნისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ზაფხულწაღებულნი: საქართველო ვარაუდობს, რომ რუსეთთან საზღვარს აგვისტოში გახსნის“, რომელშიც განხილულია რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და ამ ქვეყნიდან ტურისტთა ნაკადის განახლების საკითხი.
„თბილისი ვარაუდობს, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი უკვე აგვისტოსათვის გაიხსნება, - ამის შესახებ „იზვესტიას“ განუცხადა ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, - გადაწყვეტილება დამოკიდებულია პანდემიის განვითარებაზე და კოორდინირებული იქნება რუსული მხარის მიერ, თუმცა პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას მაინც ნუ ვიჩქარებთ... საერთოდ, ქართული მხარე მზადაა აღადგინოს პირდაპირი ფრენები რუსეთში, მაგრამ რადგანაც კორონავირუსის პანდემია არ დასრულებულა, ამიტომ ავიარეისების დაწყებაზე საუბარი ჯერ ადრეა“.
ამასთან, როგორც „იზვესტიას“ რუსეთის ფედერაციის საბჭოში განუცხადეს, ჯერ-ჯერობით არანაირი ნიშნები არ არის იმისა, რომ საქართველო მოსკოვთან დიალოგის ნორმალიზებას ცდილობს და ხაზი გაუსვეს: „თბილისში დღეს, ანტირუსული დემონტრაციებიდან ერთი წლის შემდეგ, არსებული ატმოსფერო პრაქტიკულად არ შეცვლილა - [ისევ იგეგმება ანტირუსული აქციები]. თუ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს, მან უნდა დაარწმუნოს მოსკოვი, რომ მდგომარეობა რეალურად, პრაქტიკულად ნორმალურიია და ახლა შეიძლება ავიამიმოსვლის აღდგენა. დღეს ბურთი საქართველოს მხარეზეა“.
რუსი ტურისტული ოპერატორების თქმით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტთა ნაკადი ზრდას ხელს უმეტესად ავიამიმოსვლა უწყობდა: „დიახ, სახმელეთო გზითაც ხდებოდა ტურისტების შესვლა, მაგრამ მაინცდამაინც დიდი რაოდენობა არ შეიმჩნეოდა, ლომის წილი ავიარეისებს ჰქონდათ. ახლაც, თუ საქართველოს საზღვარი გაიხსნება, სახმელეთო გზით ტურისტები ნაკლებად ისარგებლებენ“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს