"გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა"
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ხელისუფლებას თურქეთთან საზღვრის გახსნისა და ადამიანებისთვის მუშაობის შესაძლებლობის მიცემისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა თურქეთში სეზონური სამუშაოებისთვის მიდის, რის შედეგადაც ოჯახს მთელი წლის განმავლობაში ინახავს.
უგულავას განმარტებით, საზღვარზე უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ამ ადამიანების შემოწმება მოხდეს.
„პრემიერმა ისაუბრო უცხოელ მძღოლებსა და გადამზიდავებზე თუ როგორ კარგად ექცევა ხელისუფლება მათ. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ არა „ტრაილერის“ მძღოლების, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების თვალით შეხედოთ პრობლემას. მე გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც ბევრ სხვა პროლემასთან ერთად, ერთი მთავარი პრობლემა დგას და ეს პრობლემა დგას გადაუდებლად, უკვე წლებია ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს, დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე, მე ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილისა და ჩაის საკრეფად. ჩაის სეზონი თითქმის გასულია და აგვისტოში იწყება თხილის სეზონი. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, ჩვენი ერთი მოქალაქე დაახლოებით 8-დან 10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, ამავე დროს, ჩვენ უნდა დავუჯეროთ, პირველ რიგში, ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილი არ დაწყებულა. ჩვენ ერთად უნდა შევიმუშაოთ მექანიზმები თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი თანამოქალაქე და თანაცხოვრება კოვიდთან, რასაც ჩვენი ეპიდემიოლოგები მოგვიწოდებენ, სწორედ ამას ნიშნავს - უნდა ვიმუშაოთ და ამავე დროს, დავიცვათ წესები. ჩვენი მოვალეობაა მივცეთ ადამიანებს მუშაობის საშუალება, თუნდაც თურქეთში. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ საზღვართან ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ ადამიანების შემოწმება ხდებოდეს,“- განაცხადა გიგი უგულავამ.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"