"ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის წერილს ავრცელებს
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
„ჩვენო საყვარელო, ბატონო ჯემალ, მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით გილოცავთ 85 წლის იუბილეს ბედნიერებაა, პირადად იცნობდე ქართული კულტურის დიდ მოამაგესა და ქომაგს, თავისი საქმის ერთგულ, დაუღალავ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურის – უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, ამ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით, თაობები დააფასებენ“,- წერია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტეგები:
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა