"ძალიან სახალისო ამბავია, რომ „ნაციონალებს“ სოსო ჯაჭვლიანი შეუყვარდათ"
ძალიან სახალისო ამბავია, რომ „ნაციონალებს“ შეუყვარდათ სოსო ჯაჭვლიანი, რომელსაც „იბიარდს“ ეძახდნენ და ღიად დასცინოდნენ, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა. მან კომენტარი გააკეთა სოსო ჯაჭვლიანის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
„ახლა შეგიყვარდათ სოსო ჯაჭვლიანი? ძალიან კარგია, „ნაციონალებს“ შეუყვარდათ სოსო ჯაჭვლიანი. ეს არის ძალიან ისეთი, სახალისო ამბავი. ბატონი სოსო არ მგონია, რომ ჩემთვის შორეული ადამიანია, პიროვნულ ნოტაზე ვსაუბრობ და არა პოლიტიკურად. ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, როდესაც ის სწორედ იმ ხალხთან მივიდა საკუთარი წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილეობით აქცია რუსთაველზე ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა ჩვენი დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ასეთ ხალხთან ბატონ სოსოს მოუნდა, რომ თავისი ხვაშიადი, ასე ვთქვათ, გამოეფინა საჯაროდ. რადგან მთაში გავიზარდე, მე მინახავს სვანი კაცები, თუმცა ამდენი ემოცია არც ერთში არ მინახავს.
ის, როგორც ჩანს, არის ნაწყენი. გადაუვლის ეს წყენა და იმედია, რომ სხვანაირად ისაუბრებს. მაგრამ მე ყველაზე ძალიან ამ ყველაფერში სახალისო მგონია თქვენი სიხარული, რომ ის სოსო ჯაჭვლიანი, რომელსაც „იბიარდს“ ეძახდით წლების მანძილზე და ღიად დასცინოდით ამ კაცს, როდესაც იყო „ქართულ ოცნებაში“, ახლა უცბად შეგიყვარდათ. აი, ეს არის ჩემთვის სასაცილო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება