ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს.
ილჰამ ალიევის მილოცვის ტექსტს ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ჩემი და პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას.
საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მესამედ იმ პარტიის გამარჯვება, რომლის ლიდერიც თქვენ ხართ, კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი კურსის მიმართ მეგობარი ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
მჯერა, რომ თქვენი გამარჯვება ხელს შეუწყობს ქვეყნის აყვავებას და მომავალშიც წვლილს შეიტანს აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივ განვითარებაში.
ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, მეგობარ ქართველ ხალხს კი მუდმივ მშვიდობას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, – წერს ილჰამ ალიევი.
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ილჰამ ალიევმა გუშინ გიორგი გახარიასაც მიულოცა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება