ამ გვერდის ამობედვა

ბი-ბი-სი: საქართველოში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით  „საქართველოში ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა“ - საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია თბილისში მიმდინარე ოპოზიციურ საპროტესტო აქციაზე და მის მიზეზებზე (ავტორი - ნინა ახმეტელი).

 

ვრცელი პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი ქვესათაურებით, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

 

ა) უპრეცედენტო არჩევნები თუ ტოტალური ფალსიფიკაცია

 

(ცესკოს მონაცემებს თუ დავუჯერებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიული შედეგი აჩვენა - მმართველი პარტის მესამე ვადით ხელისუფლებაში რჩება, მაგრამ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები ტოტალურად გაყალბდა);

 

გ) „ყველა ერთის წინააღმდეგ“

 

(გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი პარტიის გამარჯვებას აპროტესტებს, მაგრამ ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციასა და მათ პროტესტების);

 

გ) „ოცნების“ ყველაზე უარესი არჩევნები

 

(არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა თუ არადემოკრატიული? განსხვავება არასამთავრობოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებში);

 

დ) „კაპიტულაცია“ და რევოლუცია

 

(„ოცნება“ აცხადებს, რომ პარლამენტში არშესვლა ოპოზიციის კაპიტულაციაა, იმავდროულად კი მათ რევოლუცის მომზადებას აბრალებს);

 

ე) ახალი არჩევნები? (გია ხუხაშვილი: „კრიზისი გარდაუვალია, საბოლოოდ კი ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება“).

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-54796979

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 541 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 09 2020

სიახლეები