"გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია" - ნათელაშვილი
შეერთებული შტაების ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრა შალვა ნათელაშვილმა უკვე დატოვა და მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვს ხელახალ არჩევნებს და არ შედის პარლამენტში.
ნათელაშვილის განცხადებით, ამ შედეგების აღიარება, ისევე გამორიცხულია როგორც საკუთარი ყურების უსარკოდ ნახვა.
"მე ცოტა ადრე გამოვედი, თუმცა შეხვედრა გრძელდება. ასეთი ერთიანი როგორიც ქართული ოპოზიცია როგორიც ახლა არის, მე არ მინახავს და ვერც წარმოვიდგენდი. არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა, 2 თვეში და გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია. ელჩები ახდენენ შუამავლობას და ცდილობენ, რომ მონაწილეთა პოზიციები დააახლოვონ ერთმანეთს. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ითხოვს ახალ არჩევნებს.
ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, საერთოდ მშივრები რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახს და ყოველდღე თითო ოჯახი გვაჭმევს პურს, წავალთ ამაზე. არ გვჭირდება არავითარი დაფინანსება. ჩვენ გვჭირდება ქვეყნისთვის ჯანსაღი საარჩევნო სისტემა, სადაც ვერავინ მოისყიდის, ვერავინ დააძალებს, ცხოვრებას და არსებობას ექნება აზრი. ამ შედეგების აღიარება, ისევე გამორიცხულია როგორც საკუთარი ყურების უსარკოდ ნახვა. ქუჩის აქციების მოხსნა არ მოხდება, სანამ არ გამოცხადდება ხელახალი არჩევნები," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე