ამ გვერდის ამობედვა

მაიკლ პომპეოს ოპოზიცია ცოცხალი ჯაჭვითა და აშშ-ს დროშებით დახვდება

17-18 ნოემბერს, როდესაც მაიკ პომპეო ესტუმრება საქართველოს, აქციაზე არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, მაგრამ იქნება პოლიტიკური მოთხოვნები, პლაკატები და ამერიკის დროშები, როგორც მისალმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უგულავას თქმით, ამ დღეს ხალხი ცენტრალურ გამზირებზე გამოვა და გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი.

 

„17-18 ნოემბერი, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ესტუმრება საქართველოს, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, მნიშვნელოვანი მოვლენაა, სხვათა შორის რელიგიის თავისუფლებას ეხება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის.

 

დღეს ჩვენი საზოგადოების მთავარი სატკივარია მოპარული და გაყალბებული არჩევნები, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც საქართველოს მიმართ ყურადღება გაზრდილი იქნება, სრულიად განსხვავებული აქცია იქნება, ეს არ იქნება პოლიტიკური გამოსვლების დღე, ცენტრალური გამზირებზე გამოვლენ ადამიანები, დაიცავენ სოციალურ დისტანციას, იქნება სპეციალური სტიკერები, სადაც ეწერება, რომ გაყალბებულია არჩევნები, მოპარულია. შესაბამისად ასე, ცოცხალი ჯაჭვით იქნება სავსე გამზირი. არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, მაგრამ იქნება პოლიტიკური მოთხოვნები, იქნება პლაკატები და რა თქმა უნდა, იქნება ამერიკის ბევრი დროშა, როგორც მისალმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ“, – განაცხადა უგულავამ.

 
წაკითხვა 401 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 13 2020