ამ გვერდის ამობედვა

"სიცხე მაქვს, ეკა, მიკნავლებული ვარ" - ვაშაძემ წამყვანები დააბნია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვეშაძემ, ტელეკომპანია "პირველის "წამყვანებს - ბუკა პეტრიაშვილსა და ეკა მიშველაძეს პირდაპირ ეთერში სტუმრობისას უთხრა, რომ ტემპერატურა აქვს და არ იცის, ხვალ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე შეძლებს თუ არა მისვლას.

 

"სიცხე მაქვს, ეკა, სიცხე მაქვს, გავიკეთე ვაქცინაცია და ორთვიანი ჯაჯგური რომ არ ყოფილიყო თქვენგან, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ არ მოვიდოდი, იმიტომ, რომ ვარ აბსოლუტურად მიკნავლებული. თუ სიცხე არ მექნება, აქციაზე ვიქნები" - უთხრა ვაშაძემ წამყვანებს.

 

ვაშაძის განცხადებამ წამყვანების დაბნეულობა, ხოლო სოციალურ ქსელში მხიარულება გამოიწვია. 

წაკითხვა 423 ჯერ