"რამდენი სისულელე უნდა თქვას კობახიძემ?"- ნინო ბურჯანაძე
„ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „სისულელე“ უწოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ხელისუფლება ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივით ძალიან შეშფოთდა.
„რა სისულელე თქვა კობახიძემ, რამდენი სისულელე უნდა თქვას? ვინმე იტყვის, რომ პარლამენტის წევრობა არ მინდაო და კობახიძე ეტყვის, არა, შენ მაინც პარლამენტის წევრი ხარო?! იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, უკვე ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ ამას პირველკურსელი იურისტიც კი არ იტყვის, ვინც იურიდიულზე ჩასაბარებლად ემზადება. ბუნებაში ასეთი მექანიზმი კონსტიტუციაში არ არსებობს, რომ ადამიანს პარლამენტის წევრობა დააძალო. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან შეშფოთდნენ ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივით. ისინი მიიღებენ ერთპარტიულ პარლამენტს, თუ სერიოზულ ნაბიჯებს არ გადმოდგამენ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან