"არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ, ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა"- ნინო ბურჯანაძე
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს „უსინდისოდ დადგმული სცენარია“.
როგორც ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუში "360 გრადუსი" განაცხადა, გაუგებარია, თუ ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე ინფორმაცია და მყარი მტკიცებულებები ჰქონდა, რატომ არ დაიწყო 8 წლის განმავლობაში გამოძიება.
„ბიძინა ივანიშვილის გუნდი 8 წელია ხელისუფლებაშია და გინდათ მითხრათ, რომ არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! მართლა დებილები გგონივართ? ხელისუფლებას მივმართავ, თქვენ რა გგონიათ, ხალხი ვერ აზროვნებს და ვერ ხვდება, რომ ეს უსინდისოდ დადგმული სცენარია?! თუ დასაჭერი იყო ამდენი ხანი სად იყავით, თუ მიწები აჩუქა გინდ აზერბაიჯანს, გინდ სომხეთს და რუსეთს, რა პიჯაკებზე აღძარით საქმე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. სააკაშვილის დაცვის არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თავზე უნდა დაგვამხონ ყველაფერი და იფიქრონ, თითქოს ვერაფერს ვხვდებით. ის ხელისუფლება ნამდვილად არ არის ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი, რომელიც ფიქრობს, რომ ასე მასხრად შეიძლება ხალხი აიგდო და ათამაშო“,-აცხადებს ბურჯანაძე.
Latest from ნინო
- "ცხრა წლის განმავლობაში გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც არაჯანსაღი მდგომარეობა აქვს"- ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აგვისტოდან
- "რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის - პროტესტი არ ჩერდება" - სალომე ზურაბიშვილი
- "მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს" - ირაკლი კობახიძე
- „ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის“ - დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი განცხადებას ავრცელებენ