"ტყუილად ნუ ეცდება „ოცნება“, თავისთავისთვის მიიწეროს ეს დიდი წარმატება"-ნინო ბურჯანაძე
1 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ოდნავ მაინც მოგვყევანა გონს და გამოგვეგლიჯა ხელიდან დაპირებული და მერე ჩაგდებული პროპორციული სისტემა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რომ არა ოპოზიციური ერთობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, ცვლილებები ვერ გავიდოდა.
„მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომელიც ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის ქონას უზრუნველყოფს. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობას ეძლევა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა, ხელისუფლების უზურპაცია, მესიანიზმი და ქვეყანა მართოს პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ სწორედ ხალხის მიერ მიცემული ხმების საფუძველზე. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, ეს არის ჩვენი მოსახლეობის, ოპოზიციის და ჩვენი ელჩების, ფასილიტატორებისა და ყველა ჩვენი მხარდამჭერის საერთაშორისო თანამეგობრებიდან ერთობლივი მონაპოვარი. ტყუილად ნუ ეცდება „ქართული ოცნება“, თავისთავისთვის მიიწეროს ეს ძალიან დიდი წარმატება და პოზიტიური ნაბიჯი. ჩვენ 1 წელი დაგვჭირდა იმისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ „ქართული ოცნება“ მოგვყევანა ოდნავ მაინც გონს და გამოგვეგლიჯა ხელიდან დაპირებული და მერე ჩაგდებული პროპორციული სისტემა. ის 117 ხმა, რომელიც მიიღო კანონპროექტმა განხილვის დროს, არის არა „ქართული ოცნების“, არამედ ოპოზიციისა და საერთაშორისო თნამეგობრობის წარმომადეგენლების ხმები. რომ არა ოპოზიციური მაგიდის ერთობა და საერთაშიროსო თანამეგობრობის უპრეცედენტო ზეწოლა, კონსტიტიუციური ცვლილებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავიდოდა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ეს „ქართული ოცნების“ მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თავის დროზე რომ „არ გადაეგდო“ მოსახლეობა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირა.
ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი