May 15, 2024

ჭიათურაში ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ჭიათურაში ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ექიმი ,რომელიც პანდემიის დროს თავდაუზოგავად იბრძოდა ადამიანების გადასარჩენად, თავად ემსხვერპლა ვირუსს.

 

"ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს "ჯეო ჰოსპიტალსის" ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მაღალკვალიფიციური ექიმის ,დარეჯან დევიძის გარდაცვალების გამო. ექიმი, რომელიც პანდემიის დროს თავდაუზოგავად იბრძოდა ადამიანების გადასარჩენად, სამწუხაროდ, თავად ემსხვერპლა ვერაგ ვირუსს. ქედს ვიხრით ექიმ დარეჯან დევიძის ხსოვნის წინაშე! ასეთ უშიშარ, მებრძოლ გმირებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა! იმედია, პანდემია მალე ჩაივლის და ადგილობრივი ხელისუფლება შეძლებს სათანადო პატივი მიაგოს ბრძოლის ველზე დაღუპილი გმირი ექიმის ხსოვნას",- აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

წაკითხვა 420 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.