"AstraZeneca ვაქცინა ეფექტურია ასაკოვან ადამიანებშიც" - კულუმბეგოვი

"ახალმა AstraZeneca ვაქცინამ აჩვენა, რომ, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვან ადამიანებში ერთნაირად კარგ იმუნურ პასუხს იწვევს",- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

კულუმბეგოვის თქმით, ძირითადად ასაკოვან ადამიანებს არ აქვთ ძლიერი იმუნური თვისება, ხოლო ახალმა ვაქცინამ აჩვენა, რომ ის ხანდაზმულ ადამიანებშიც ეფექტურია.

 

"დაემატა მესამე ვაქცინა, რომელსაც ველოდებოდით. ოქსფორდის ჯგუფის AstraZeneca ვაქცინაზე ჩატარებულმა წინასწარმა მესამე ფაზის კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca ვაქცინამ 65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს ძალიან კარგი ჩვენება მისცა იმუნიტეტის ჩამოყალიბების მხრივ, რაც ძალიან კარგია, რადგან ვაქცინა ყველაზე მოწყვლად ჯგუფშიც, ასაკოვან ხალხშიც იქნება ეფექტური. ხანშიშესულ ადამიანებს საერთოდ ყველაზე სუსტი პასუხი აქვთხოლმე ვაქცინაზე იმიტომ, რომ მათი იმუნური სისტემა არ არის ძლიერი",- განაცხადა კულუმბეგოვმა.

წაკითხვა 448 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.