May 15, 2024

საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 92 215 გამოჯანმრთელდა, 1 051 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2 102, სტაციონარში მეთვალყურეობას 6192 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3739 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 
წაკითხვა 316 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 24 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.