May 15, 2024

რა ნომერზე უნდა დარეკოს პაციენტმა თუ კლინიკა მის მიღებაზე უარს აცხადებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტმა, რომელსაც კლინიკა მიღებაზე უარს ეუბნება, პრეტენზიის დასაფიქსირებლად 15 05-ზე უნდა დარეკოს. 

მინისტრის თქმით, არავის აქვს უფლება, პაციენტი კლინიკის გარეთ დატოვოს. 

 

ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ ზარზე დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება.

 

,,პაციენტს აქვს უფლება დარეკოს 15 05-ზე, ეს ზარი იწერება, შესაბამისად, მოხდება დროული რეაგირება, როგორც რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ასევე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად უზრუნველვყოფთ ყველა პაციენტის უსაფრთხოებას და მის განთავსებას საჭირო ლოკაციაზე. არავის აქვს უფლება, პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

წაკითხვა 423 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 24 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.