"ტესტი ყველა იმ ადამიანს უკეთდება, ვისაც სჭირდება" -ზვიად შალამბერიძე

იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 793 შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთში სახელმწიფო  რწმუნებულის ინფორმაციით, მატება არის ზოგადად მუნიციპალიტეტში, თუმცა 793 შემთხვევიდან მეტი წილი ქუთაისზე მოდის.

ზვიად შალამბერიძემ კლინიკებზეც ისაუბრა.

 

,,კლინიკებში გვაქვს ხოლმე დაყოვნება,თუმცა ყველა ადამიანი, ვინც საჭიროა მოთავსდეს საავადმყოფოში, თავსდება," -განაცხადა გუბერნატორმა.

 

ზვიად შალამბერიძის თქმით, ტესტი ყველა იმ ადამიანს უკეთდება, ვისაც სჭირდება. იქნება ეს პისიარ კვლევა თუ ანტიგენი.

 

"ის, რომ რომელიმე ადამიანი, რომელსაც აქვს სიმპტომი დაგვრჩეს ტესტების გარეშე, ესეთი პიროვნებები არ გვაქვს იმერეთში და არც გვეყოლება," -განაცხადა გუბერნატორმა.

 

მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს იმერეთში ყოველდღიურად 2000 ტესტის გაკეთების რესურსი აქვს.

წაკითხვა 428 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.