April 26, 2024

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 595, აჭარაში - 623, იმერეთში - 392

კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 595, აჭარაში – 623, იმერეთში – 392, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“-ის 20 454 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 1 003 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი.

 

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში – 623, იმერეთში – 392, ქვემო ქართლში – 139, შიდა ქართლში – 127, გურიაში – 152, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 237, კახეთში-253, მცხეთა-მთიანეთში – 126, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 43.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 744, აჭარაში – 997, იმერეთში – 1 256. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 152, იმერეთში – 236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში – 44. 3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1 243 – თბილისში, 1 920 – აჭარაში, 266 – იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 456, აჭარაში – 1 039, ხოლო იმერეთში – 35.

 

„6 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია სულ 19 442 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 787 პირი, აჭარაში – 11 362, იმერეთში – 5 080“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 574 ადამიანი და გარდაიცვალა 36 პაციენტი.

 
წაკითხვა 349 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.