საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 147 636 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 124 568 გამოჯანმრთელდა, 1 387 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, თვითიზოლაციაშია 50 544 პირი.

6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 867 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, 11 227 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი.

წაკითხვა 82 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.