May 15, 2024

კორონავირუსის ვაქცინას კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს

კოვაქს პლატფორმით კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს კორონავირუსის ვაქცინას, ვინაიდან ეს არის სახელმწიფოებრივი მოლაპარაკება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, განსაზღვრულია ვაქცინის ფასი, რომლითაც სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, საკმაოდ დაბალ ფასად შეიძინოს.

 

„ასევე განსაზღვრულია წილობრივად ყველა ქვეყანაზე, რა ვაქცინის მოცულობის შეძენის საშუალება გვექნება. ეს აძლევს საქართველოს უპირატესობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მზად აქვს ყველა იურიდიული კომპონენტი, რათა მოხდეს კორონავირუსის ვაქცინის საქართველოში შემოტანა.

 

„ვაქცინის პირველ ნაკადზე ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე და იმაზე, თუ რა მოცულობის იქნება ვაქცინის წარმოება. როგორც კი გაჩნდება პირველი ვაქცინა ხელმისაწვდომი, ჩვენ მზად გვაქვს ყველა იურიდიული კომპონენტი, რათა მოხდეს ვაქცინის საქართველოში შემოტანა“,-განაცხადა ტიკარაძემ.

წაკითხვა 344 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.