სად შეგიძლიათ კორონავირუსზე ტესტირება სახელმწიფოს დაფინანსებით

საქართველოს მთავრობა იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსზე ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ორთვიანი შეზღუდვის გეგმის ფარგლებში კორონავირუსზე მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს.

 

მათივე ცნობით, სიცხისა და რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ, სადაც ტესტირება სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაუტარდებათ.

 

რეგიონების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალის ნახვა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა შესაძლებელი.

წაკითხვა 374 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.