May 15, 2024

CNN: რა ვიცით ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ

გერმანული ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ისა და ამერიკული კორპორაცია Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას პრეპარატის მწვავე გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

გამის შესახებ CNN წერს.

 

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვაქცინის ყველაზე გავრცელებულ გვერდით ეფექტებს ინექციის ადგილას გამონაყარი, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, სახსრების ტკივილი და სიცხე წარმოადგენს.

 

ვაქცინის მწვავე გვერდითი მოვლენები კლინიკურ კვლევაში მონაწილეთა 4,6%-ზე ნაკლებში გამოვლინდა და მათ რიცხვს უმეტესად  ხანდაზმული პირები წარმოადგენენ.

 

CNN ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის უცნობია, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა სხვა ჯგუფებისთვის, კერძოდ ორსულებისა და 16 წლამდე ბავშვებისთვის.

 

ამასთან, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სპეციალური გაფრთხილება გასცა, რომ მწვავე ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილ ადამიანებს გერმანიის ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ისა და მისი ამერიკელი პარტნიორი Pfizer-ის მიერ შემუშავებული პრეპარატით ვაქცინაცია არ ჩაუტარდეთ. 

წაკითხვა 502 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.