May 15, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 161 681 გამოჯანმრთელდა, 1 839 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 986 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 912, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 886.

ამასთან, 13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 942 პაციენტი.

წაკითხვა 380 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 14 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.