საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 737 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 216 843 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 194 705 გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 146, PCR ტესტით – 6 553.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 405 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –6 149, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 588.

წაკითხვა 355 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.