May 19, 2024

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის, 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 222 143 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 206 313 გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 1 019 პაციენტის მდგომარეობა. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი.

1 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 6 451 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 427 პირი, თვითიზოლაციაში კი 35 123.

წაკითხვა 300 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 28 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.