საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 კვლევა ტესტით, მათ შორის, 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 PCR ტესტით.

ქვეყანაში ბოლო-დღე ღამეში 1 282 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 ინფიცირებული გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 211 727 გამოჯანმრთელდა, 2 505 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 13 162 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 6 891 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებულთაგან მძიმე პაციენტია 1 004 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 431 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაშია 32 221 ადამიანი.

წაკითხვა 352 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.