May 14, 2024

"მესამე ტალღა თებერვალში დაიწყება" - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოსთვის დამანგრეველი არ იქნება და შეძლებენ, ისევე აიცილონ თავიდან, როგორც ეს პირველი ტალღის შემთხვევაში მოხდა.

 

იმნაძემ ჟურნალისტებს ურჩია ეპიდვითარებაზე საუბრისას საქართველოს სტატისტიკა სხვა ქვეყნებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შეადარონ. მან მაგალითად ირლანდია მოიყვანა.

 

„ირლანდიაში ახალი წლის 10 დღეში ოთხჯერ მოიმატა ავადობამ, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები იყო ჩვენზე მკაცრი. ამიტომ ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით გახსნების საკითხს და ვცდილობთ ისევე ავიცილოთ თავიდან მესამე ტალღა, რომელიც არის სამწუხაროდ ბევრ ქვეყანაში, როგორც მოვახერხეთ და პირველი ტალღა პრაქტიკულად ავიცილეთ თავიდან. იმედია გამოგვივა“, - განაცხადა იმნაძემ.

 

მისი პროგნოზით, თქმით, მესამე ტალღა შესაძლებელია, თებერვლის ბოლოდან დაიწყოს.

წაკითხვა 354 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.