May 15, 2024

ვის მიანიჭებენ პრიორიტეტს ვაქცინაციისას - ტიკარაძის განმარტება

ვაქცინაციის პრიორიტეტში მედიკოსები არიან, რათა მათ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა შეძლონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინსტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

ტიკარაძის თქმით, მედიკოსების შემდეგ, ვაქცინაცია ისეთ მოწყვლად ჯგუფებს ჩაუტარდებათ, როგორებიც არიან, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და პენსიონერები. 

 

"ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გაიდლაინები და პრიორიტეტები. ამას ყველა ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ათანხმებს. განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები და მოწყვლადი ჯგუფები. პირველ რიგში, ყველა ქვეყანა სტატეგიულად გეგმავს, რომ არ დაინფიცირდნენ მედიკოსები, რათა მათ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა შეძლონ. პრიორიტეტში, ყველა ვარიანტში, მედიკოსები არიან. მედიკოსების ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ზრდის ვაქცნაციის სანდოობას მოსახლეობაში. შემდგომში ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები და ასევე პენსიონერები. ჩვენ ამ პროცესს გეგმაზომიერად მივყვებით", - განაცხადა ტიკარაძემ. 

წაკითხვა 294 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.