“ინფიცირების და გარდაცვალების კუთხით ქუთაისი ცხელ წერტილად რჩება” - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისი ცხელ წერტილად რჩება და ის კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.
"სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ პაციენტებს ოჯახის წევრები ბინაზე იქამდე ტოვებენ, სანამ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება, არ გახდება პირდაპირ სარეანიმაციო.
ამას თუ რაღაც „გამართლება“ ჰქონდა ერთი თვის წინ ნოემბერ - დეკემბერში, როცა ამბობდნენ, რომ სასაწრაფოს ვერ უკავშირდებოდნენ და ადგილები არ იყო, ახლა ხომ ეს საკითხი მთლიანად მოხსნილია. ახლა მსგავსი არაფერი არაა. ჩემი რეკომენდაცია არის რომ, ოჯახები, სადაც არიან კოვიდინფიცირებულები, ექიმს მაშინვე დაუკავშირდნენ და შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს ის სად დარჩეს, ბინაზე თუ კლინიკაში“, - განაცხადა FirstNews.ge-თან თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსნებთ, რომ თენგიზ ცერცვაძე ქუთაისის კლინიკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
