May 18, 2024

ვინ ვერ გაიკეთებს ვაქცინას

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ შესაძლოა,  კორონავირუსის ვაქცინა, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ვერ გაიკეთონ, რადგან ამ ეტაპზე მათზე კვლევა არ ჩატარებულა.

,,სანამ საქართველოს მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით შეიძლება თუ არა ვაქცინაცია ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები. მიმდინარეობს კვლევები და დამატებითი ინფორმაციის შეგროვება," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

წაკითხვა 646 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.