May 18, 2024

რჩება თუ არა ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსის გადამტანად

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ყველა ვაქცინას სიკვდილიანობა ნულამდე ჩამოჰყავს. 

მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დასტურდება. 

 

"ვაქცინირებული რომ გარდაცვლილიყო კოვიდით, ჯერ არცერთი კვლევით არ ფიქსირდება, აქ საუბარია ყველა ვაქცინაზე. მაგრამ ჯერჯერობით ღიად რჩება კითხვა, მე რომ ვარ ვაქცინირებული, ვიქნები თუ არა ამ ვირუსის გადამტანი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინა გაკეთებული. 

 

ოქსფორდის ჯგუფმა გამოაქვეყნა „ასრტა ზენეკაზე“ კვლევა, ძალიან დიდი ალბათობით, 76-პროცენტიანი სიზუსტით ნახეს რომ, ეს გადამდებლობაც შეიძლება ოქსფორდის ვაქცინამ შეამციროს. ანუ, თუ ეს ორივე ექნება ვაქცინას, რომ ჩვენ პასიური გადამტანი არ ვიქნებით და სიკვდილობას გამინულებს, ეს მაშინ იქნება სერიოზული გარდატეხა და იმედის ნაპერწკალი, რომ ჩვენ შემოდგომიდან ნორმალურ ცხოვრებას შევძლებთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წაკითხვა 337 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.