April 27, 2024

„ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად საქართველომ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო

ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად ქვეყანამ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული შპრიცების გამოყენებაზე ტრენინგი ჩატარდა იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება.

 

„ვაქცინების შესყიდვის გარდა, სამინისტრო და დაავადებათა კონტროლი მუშაობს იმ ყველა სახარჯო მასალის შესყიდვაზე, რომელიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამისთვის. მივიღეთ 50 000 სპეციალური შპრიცი „ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად. ამ შპრიცის გამოყენების თაობაზე ტრენინგი უკვე ჩატარებულია იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათი განაწილება მოხდება. რა თქმა უნდა, დამატებითი მარაგების შევსებაც მოხდება ეტაპობრივად, იმის მიხედვით, თუ რომელ ვაქცინას მივიღებთ და რა ტიპის საინექციო შპრიცი იქნება გამოსაყენებელი კონკრეტული ვაქცინისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაკითხვა 466 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.