May 19, 2024

23 წლის ბერძენი ბიჭი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში თრომბით დაიღუპა

23 წლის ბერძენი ბიჭის გარდაცვალების ამბავმა მთელი საბერძნეთი შეძრა. ახალგაზრდა ბულგარეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, საიდან დაბრუნებაც მაშინ გადაწყვიტა, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო. ის ოჯახს დაუკავშირდა და მამას უთხრა, რომ სახლში დაბრუნებას აპირებდა.

 

ირკვევა, რომ ახალგაზრდას AstraZeneca-ს ვაქცინა 22 თებერვალს გაუკეთდა და დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ თავი ძალიან ცუდად იგრძნო. ის სოფიას ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს გასტროენტრიტის სიმპტომებით, ვინაიდან მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა.

 

“ჩემს შვილს ექიმებმა უთხრეს, რომ თრომბოციტების ნაკლებობა ჰქონდა და ურჩიეს, საავადმყოფოში წასულიყო, რათა მთელი რიგი გამოკვლევები გაეკეთებინათ. სწორედ ამ დროს მითხრა, რომ საბერძნეთში დაბრუნება უნდოდა და გამოცდებსაც აქ ჩააბარებდა, მე ვუთხარი, რომ დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო,” - ამბობს ბიჭის მამა.

 

ირკვევა, რომ ახალგაზრდამ საავადმყოფო დატოვა, თუმცა, დაახლოებით 1 საათში თრომბის სიმპტომები განუვითარდა და სახლში მყოფი იატაკზე უგონოდ დაეცა. ირკვევა, რომ ბიჭს არასოდეს ჰქონია ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა. მას ბილეთი საბერძნეთში დასაბრუნებლად უკვე აღებული ჰქონდა, თუმცა, ისევ საავადმყოფოში მოხვდა და იმ ღამით მდგომარეობა საგრძნობლად გაუუარესდა.

 

ექიმებმა 23 წლის სტუდენტს თრომბის დიაგნოზი დაუდგინეს და რამდენიმე საათში მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

 

ბულგარელი ექიმები ფიქრობენ, რომ მისი გარდაცვალება AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდით მოვლენებს უკავშირდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ადასტურებს ამ კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინის თრომბოზთან კავშირს.

 

წყარო

წაკითხვა 569 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.