May 17, 2024

სახლში თუ სამსახურში, ერთი ფანჯარა ყოველთვის გქონდეთ ღია - ბიძინა კულუმბეგოვი

მინდა, ყველას ვთხოვო, რომ სახლში იქნება თუ სამსახურში, დღის განმავლობაში ერთი ფანჯარა სულ იყოს გაღებული, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ცირკულაციის და ბუნებრივი ვენტილიაციის საშუალებები გავაჩინოთ. გარეთ რაც მეტ დროს გავატარებთ, ვირუსს ასეთი მასშტაბის გავრცელება არ ექნება.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო ან ქირურგიული პირბადე ვატაროთ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ნაჭრის პირბადეს ვატარებთ, ის უნდა იყოს სამშრიანი და ყოველ დღე 60 გრადუსზე გაირეცხოს.

 

„ვერ წარმომიდგენია, ამ მესამე ტალღის გადავლა სრულად მოხერხდეს გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემოღების გარეშე. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ვისურვებდი, მოსახლეობაც დაეხმაროს საკუთარ თავს პირბადის ტარებით. 95% არის სინგაპურის მაჩვენებელი, სადაც ამ ორგანიზებულობის გამო პანდემია პრაქტიკულად, ყოველგვარი ტალღების გარეშე იმართება. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ვატაროთ პირბადე. 60 წლის ზემოთ ადამიანებმა უნდა ატარონ სამედიცინო, ან ქირურგიული პირბადე და ნებისმიერ ასაკში, როდესაც ერთი ქრონიკული დაავადება მაინც გვაქვს. თუ ამდენი სამედიცინო პირბადის შეძენის შესაძლებლობა არ გვაქვს, თუ ადამიანი ჯანმრთელია და 60 წლის ქვემოთ ასაკისაა, სახლში ნაჭრის სამშრიანი პირბადის დამზადებაც შეიძლება, რომელიც დღეში ერთხელ, 60 გრადუსზე უნდა გაირეცხოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა. 

წაკითხვა 399 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.