„ყველა ინდიკატორი თანდათან უარესდება" - გამყრელიძე პიკის პერიოდს ასახელებს

ყველანაირი პროგნოზით, პიკური პერიოდი დაგვიდგება მომავალი თვის პირველ ორ კვირაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.

 

„ყველა ინდიკატორი თანდათან უარესდება. ყველანაირი პროგნოზით, ჩვენ პიკური პერიოდი დაგვიდგება თვის ბოლოს, მომავალი კვირის პირველ ორ კვირაში, ამიტომ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციაა, რომ აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრებული იყოს. დღეს მოქმედი შეზღუდვები და რეკომენდაციები, მხედველობაში მაქვს ღამის კარანტინი, შაბათ-კვირას რესტორნების მუშაობის შეჩერება, პირბადის ტარებისა და დიდი თავშეყრის განსაკუთრებული კონტროლი – ეს ყველაფერი ძალაშია და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

წაკითხვა 375 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.