ინდური შტამის ორმაგი, სამმაგი მუტაცია ძირითადად მედიის მოგონილია - პაატა იმნაძე

როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, ქვეყანა ვერ ჩაიკეტება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი, ინდური შტამის ორმაგი, სამმაგი მუტაცია ძირითადად მედიის მოგონილია.

 

„ბრიტანული შტამი და ინდური შტამი - იქ არის ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ეს ყველაფერი ძირითადად მედიის მოგონილია. ეს არ შეიძლება ასე იანგარიშოთ, ეს ჩვეულებრივი მუტაციებია. კი ბატონო, მათში უფრო მეტი მუტაციაა.

 

როდესაც მთელ მსოფლიოში რამე გავრცელდება, საქართველოც მთელი მსოფლიოს ნაწილია და ის მისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება. საქართველო მთვარეზე არ არის, საქართველო დედამიწაზეა. როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, ვერ ჩაიკეტება“, - განაცხადა იმნაძემ.

წაკითხვა 545 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.